24 ნოემბერი 2020,   20:15
ვრცლად
ფოთში მოქმედ ყველა ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

ფოთში მოქმედ ყველა ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. ფოთის საკათედრო ტაძარი ამ დროისთვის უკვე დეზინფექცირებულია. ეს გადაწყვეტილება გუშინდელ კრებაზე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მიიღო.

"დაგეგმილია, რომ ყველა ტაძარში უნდა მოხდეს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც ტარდება კორონავირუსით გამოწვეული ინფექციების პრევენციის მიზნით.

დეზინფექცია ჩატარდება გარკვეული პერიოდულობით, ალბათ კვირაში ერთხელ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლების მიერ.

დღეს ტარდება ეს სამუშაოები არა მარტო ტაძრებში, არამედ ყველა იმ დაწესებულებებში სადაც არის ადამიანთა მასიური თავშეყრა,"- განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

დღის ამბები