24 ნოემბერი 2020,   18:40
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობისთვის სპეციალური ჯგუფი ​გაიდლაინებს შეადგენს

სხვადასხვა კლინიკებში განთავსებული კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობისთვის, სპეციალური ჯგუფი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, ​გაიდლაინებს შეადგენს.

პრემიერთან არსებულ სპეციალურ საკოორდინაციო საბჭოზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა დღეს პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც COVID 19-ის ინფექციამ ქვეყანაში შექმნა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, კოლეგებთან ერთად, პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის შესახებ.

"პრემიერმა იკითხა საავადმყოფოში მზადყოფნის ყველა დეტალი პრევენციული თვალსაზრისით და ასევე დამატებით ღონისძიებებთან დაკავშირებით კიდევ რა უნდა გატარდეს, ამაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს გვქონდა დაახლოებით 12-მდე რეკომენდაცია, რომელთა უმრავლესობა, რა თქმა უნდა, პრემიერმა და საბჭომ მიიღო და შესაბამისი გადაწყვეტილებები გახლავთ ამასთან დაკავშირებით.

ამავე დროს განხილულ იქნა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების საკითხები, ანუ ვინ როგორ გვეხმარება, ვინ რა როლს თამაშობს, ამის შესახებაც მივაწოდეთ პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები