04 დეკემბერი 2020,   22:32
ვრცლად
თბილისში ფოტოკონკურსი "ქოლგა" დაიწყო - მონაწილეთა რეგისტრაცია 14 მარტამდეა

თბილისის ერთ-ერთი მასშტაბური და უკვე ტრადიციად ქცეული ფოტოკონკურსი “ქოლგა” დაიწყო, რომელიც წელს უკვე მეცხრამეტედ იმართება, საერთაშორისო ჟიურისგან დაკომპლექტებული გუნდით და საინტერესო პროგრამით. მონაწილეთა რეგისტრაცია 14 მარტამდეა, “ქოლგა თბილისი ფოტო” კი საზეიმოდ 1 მაისს გაიხსნება.

წლევანდელი კონკურსის თემატიკა თავისუფალია და ფოტოხელოვანებს საკუთარი თავის წარმოჩენისა და მათთვის საინტერესო მიმართულების არჩევა თავად შეეძლებათ.

წლევანდელ კონკურსზე ნომინაციები გადანაწილდა - დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი და მობილური ფოტო. საპრიზო ფონდია 6 500 აშშ დოლარი. ტრადიციულად, KOLGA NEWCOMER PHOTO პრემია კი 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს გადაეცემა, რომლის ფოტოსერიაც  დოკუმენტური, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტებიდან  ამოირჩევა. ამ პრემიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს პროფესიულ განვითარებასა და ფოტოგრაფიის სამყაროში გზის გაკვლევაში.

ფოტოკონკურსის ისტორია, რომელიც 2002 წელს დაიწყო, დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოდგენს ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც, კვირეულის ფარგლებში, საკონკურსო ნამუშევრების გამოფენის გარდა, თბილისი ძალიან საინტერესო საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენას უმასპინძლებს.

 

ავტორი - სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები