01 დეკემბერი 2020,   22:29
ვრცლად
ხმაური გონიოში - ადგილობრივები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ და საკარანტინო სივრცის სხვაგან გადატანას მოითხოვენ

ბათუმში, გონიოს დასახლებაში ხმაური იყო. ტერიტორიაზე, სადაც საკარანტინო ზონაა მოწყობილი ადგილობრივები კარანტინში მყოფი 30 პირის სხვა ტერიტორიაზე გადაყვანას ითხოვენ. მათი განმარტებით, შენობა იზოლირებული არაა და ის საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. ადგილობრივების თქმით, კარანტინში  მყოფი პირები არ იცავენ ჰიგიენურ ნორმებს, შენობაში ეწევიან სიგარეტს და ნამწვებს აივნიდან ყრიან. გონიოელების თქმით, არ ხდება ტერიტორიის შესაბამისი დეზინფექცია.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ. თუ შესაბამისი უწყება კარანტინში მყოფ პირებს ხვალ დღის ბოლომდე სხვა ტერიტორიაზე არ გადაიყვანს, ადგილობრივები რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

საკარანტინო სივრცე გონიოში ერთ-ერთ სასტუმროშია მოწყობილი. კარანტინში ის პირები არიან მოთავსებული, რომლებიც იმყოფებოდნენ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია დაფიქსირებული.

დღის ამბები