24 ნოემბერი 2020,   19:39
ვრცლად
ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ელდარ გუნდიშვილი შიდა ქართლის პოლიციაში განმეორებითი დაკითხეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში ელდარ გუნდიშვილი განმეორებითი დაკითხეს. ის აცხადებს, რომ არც რუს ოკუპანტებს დაკავებისას და არც სეპარატისტებს ცხინვალის ციხეში მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.​

გუნდიშვილი გორის რაიონის სოფელ აძვის მკვიდრია. ის ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 27 თებერვალს დააკავეს და 24 საათიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელდარ გუნდიშვილი ნაცემი იყო, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გუნდიშვილის მეუღლეზე დაყრდნობით გაავრცელა.

თავად გუნდიშვილიც გათავისუფლების შემდეგ ამბობდა, რომ დაკავებისას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შეხლა-შემოხლაც ჰქონდა.

დღის ამბები