04 დეკემბერი 2020,   22:28
ვრცლად
სკოლების რეაბილიტაცია და პედაგოგების გადამზადება - მსოფლიო ბანკი 100 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს განახორციელებს

მსოფლიო ბანკი საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისთვის, 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს განახორციელებს.

პროექტმა "ინოვაცია ინკლუზიური განათლება და ხარისხი" ხელი უნდა შეუწყოს სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ხარისხიან განათლებას და ხელსაყრელ სასწავლო გარემოს.

ამ თემაზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობენ ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გაეროს ბავშვთა ფონდის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ მსოფლიოს ბანკთან ერთად მუშაობენ პროექტზე.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ ეს არის პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად ვაკეთებთ,"- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი აღნიშნავს, რომ პროექტს ორი მთავარი გამოწვევა აქვს - სკოლების რეაბილიტაცია და პედაგოგების გადამზადება.

"ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. არსებული სკოლების რეაბილიტაცია არის უმთავრესი და ასევე მეორე ნაწილია მასწავლებელთა კვალიფიკაცია. პროგრამის შედეგები სასარგებლო იქნება ახალგაზრდებისთვის,"- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

დღის ამბები