26 ნოემბერი 2020,   20:33
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანის პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის დაცვის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი არ დაუდასტუდა. ნიკოლ ფაშინიანს პირადი დაცვა საქართველოში თან ახლდა, რა დროსაც მან თავი შეუძლოდ იგრძნო.

"კურიერის" ინფორმაციით, დაცვის წევრს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის შემდეგაც, პრევენციის მიზნით, სომხეთის პრემიერის თანმხლებ პირს კვლევა თბილისშივე ჩაუტარდა. მას COVID-19 არ დაუდასტურდა, რის შემდეგაც საქართველო დატოვა.

ნიკოლ ფაშინიანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ გააცილა. სომხეთის პრემიერი საქართველოში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ის ქართველ კოლეგას, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პატრიარქს შეხვდა.

დღის ამბები