06 დეკემბერი 2020,   03:46
ვრცლად
ფოთში ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ავარია ფოთში. ქალაქის შესასვლელში, კოკაიას ხეივნის მე-7 კილომეტრზე,​ მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიებასისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები