პოლიციამ ქუთაისში "კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით პეტრე გადელია დააკავა. ის ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია.
გამოძიებით დადგენილია, რომ მას კერძო მეწარმეებთან არსებული ვალების გამო ბიზნესპარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავა ჰქონდა. ამ პრობლემის გადაჭრაში კი დახმარება თურქეთში მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდებს" სთხოვა.
"ქურდული გარჩევის" შედეგად, ფინანსური დავა დაკავებული გადელიას სასარგებლოდ გადაწყვიტეს. მის ბიზნესპარტნიორს კი რესტორნის ვალის - დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს.