24 იანვარი 2021,   17:12
ვრცლად
ანა ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ანა ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. "ლელოს" წევრმა გენერალურ პროკურატურაში მოსამართლე გიორგი არევაძესთან ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. მისი თქმით მას არ აქვს გამოძიების ობიექტურად წარმართვის იმედი.

"მოლოდინი იმისა რომ იქნება სრულყოფილი გამოძიება ჩატარებული, ან ამ საქმეებზე დადგება ლოგიკური შედეგი, არ მაქვს და ეს მოლოდინი მაქვს არა ჩემი სუბიექტური მოსაზრების გამო, არამედ ფაქტები და სტატისტიკა ადასტურებს რომ პროკურატურა დღეს არის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი და არა სიმართლის დამდგენი კონკრეტულ საქმეებზე,"- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები