21 იანვარი 2021,   03:40
ვრცლად
ამერიკაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები გიორგი ოუქლი და ინგა ქაშაკაშვილი, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში კონცერტს გამართავენ

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები გიორგი ოუქლი და ინგა ქაშაკაშვილი 13 თებერვალს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში კონცერტს გამართავენ.

ტოკატა მუსიკალური ნაწარმოები, ერთ-ერთი პირველია, რომელიც კომპოზიტორის ვრცელ ჩამონათვალში მოხვდა. ის 13 თებერვალს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაჟღერდება.

19 წლის შემდეგ, ამერიკაში მცხოვრები ქართველი კომპოზიტორი თბილისში პირველ კონცერტს გამართავს. გიორგი ოუქლი ირლანდიური წარმომავლობით და ქართული ფესვებით, ნიუ იორკში საცხოვრებად მეუღლესთან, პიანისტ ინგა ქაშაკაშვილთან ერთად ეთერ ანჯაფარიძის მიწვევით გადავიდა. 

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, გიორგი მუსიკალურ ნაწარმოებს თავად ვერ ასრულებს. პარტიტურას ინგას უთმობს და ნაწარმოების პირველ შესრულებასაც მას ანდობს.

ინგა ამერიკაში გიორგის მუსიკის პოპულარიზაციას ეწევა, ძირითადად მხოლოდ მის ნაწარმოებებს ასრულებს და ახალგაზრდა პიანისტებს კერძო გაკვეთილებს უტარებს. კომპოზიტორის ამერიკული ცხოვრება კი ერთ-ერთი ფილმისთვის მუსიკის შექმნით დაიწყო.

მსოფლიოში ცნობილი კლასიკური მუსიკის პლატფორმამ - ნიქსონ რეკორდსმა ოუქლის კომპაქტ დისკი გამოუშვა. 13 თებერვალს სახელმწიფო კამერული ორკესტრი "სინფონიეტა" და ამერიკაში მცხოვრები პიანისტები გიორგი ოუქლის სიმფონიას პირველად ქართველი მსმენელისთვის დაუკრავენ.

სიმფონიის გარდა კონცერტზე ოუქლის კამერული ნაწარმოებიც შესრულდება. პარალელურად კი კომპოზიტორი ახალი ალბომის გამოშვებასაც გეგმავს.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები