27 იანვარი 2021,   01:33
ვრცლად
მკვლელობა ბოლნისში - 70 წლამდე მამაკაცი სავარაუდოდ მეზობელმა მოკლა

საზარელი მკვლელობა ბოლნისში - მოკლული 70 წლამდე მამაკაცის, თეიზ ახმედოვის ცხედარი, ერთ-ერთი მეზობლის ღობესთან, ადგილობრივებმა სავარაუდოდ დილის 9 საათზე იპოვეს.

სოფელ სამწვერისის ადგილობრივების განცხადებით, დაპირისპირებისა და კამათის ხმა არ გაუგიათ. მათი თქმით, გარდაცვლილს გულის არეში დანით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

მეზობლებს ეჭვი სოფლის ერთ-ერთ მკვიდრზე აქვთ. სავარაუდო დამნაშავის სახლთან, რომელიც სამართალდამცავებმა 1 საათის წინ დააკავეს, პოლიციაა მობილიზებული. დაკავებული ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

მკვლელობის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

დღის ამბები