30 ოქტომბერი 2020,   00:15
ვრცლად
პანკისის ხეობაში გასულ წელს მომხდარი დაპირისპირების მოსაგვარებლად ჩეჩნეთიდან 10-ზე მეტი ადამიანი ჩამოიყვანეს

პანკისის ხეობაში გასულ წელს მომხდარი დაპირისპირების მოსაგვარებლად, ჩეჩნეთიდან, 10- ზე მეტი ადამიანი ჩამოიყვნაეს.

"რუსთავი2-ის" ჟურნალისტის ინფორმაციით, სპეციალურად ჩამოსული ადამიანები, მათ შორის, სასულიერო პირები, რამდენიმე დღეა დაპირიაპირებული მხარების შერიგებას ცდილობს, თუმცა შედეგს ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.

არსებული ინფორმაციით, ქავთარაშვულების გვარის წარმომადგბლები თანახმა იყვნენ მუთოშვილების გვარისთვის მიყენებული ზარალის აენაზღაურებინათ, რაზეც უარი მიიღეს.

ადგილობრივების თქმით, პარასკევის ლოცვის შემდეგ, ხეობის მაცხოვრევლები მოკლული ვისო მუთოშვილის ოჯახთან მოლაპარაკებას და გვარებს შორის კონფლიქტის მოგვარების შეეცდებიან.

შეგახსენებთ, ორ გვარს შორის დაპირისპირება გასული წლის 7 ნოემბერს მოხდა. სისხლიანი დაპირისპირების დროს, ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ოთხი კი, დაიჭრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები