22 ივნისი 2026,   15:47
ვრცლად
თბილისში, თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად 20 წლის ბიჭი დაიღუპა

თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. 20 წლის მათე ჯომიდავა ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 30 დეკემბრიდან მკურნალობდა.

არსებული ინფორმაციით, თბილისში მას ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარედ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავში ქვა ჩაარტყეს, რაც მისი დაღუპვის მიზეზი გახდა.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მათე ჯომიდავა გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა.

დღის ამბები