26 ნოემბერი 2020,   08:49
ვრცლად
საქართველოს მოქალაქემ იარაღის მუქარით ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა - შსს

შსს-მ დავით გარეჯთან დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. 

"აი ახლა გავიგე, რომ დაიჭირეს ეს ბიჭი, რომელიც შეაწუხა ამ სიტუაციამ და ასე გამოხატა. რა ფორმით გამოხატა, ეს უკვე სხვა საკითხია. მე ასე გავიგე, რომ ერთი ბიჭი მივიდა, უნდოდა იქით გადასვლა, რა თქმა უნდა, გააჩერეს, მერე აიყვანეს მძევალი. ზუსტად ასე მითხრეს მეც,“ -ამბობს მამა ზაზა.  

შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გ.ი. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს. 

"მიმდინარე წლის 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქე - გ.ი. იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ეფექტიანი თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა," - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 
 
დღის ამბები