29 ნოემბერი 2020,   17:29
ვრცლად
ვთხოვე არასამთავრობოებსა და პარტნიორებს გააძლიერონ ძალისხმევა და ხმა - ციხელაშვილი ახალგორში შექმნილ კრიზისზე

ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილ ე.წ. გამშვებ პუნქტსა და ამით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ ერთხელ ეხმიანება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართული მხარისთვის მიუღებელია ადგილზე შექმნილი ვითარება და საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ახალგორის მიმართულებით ერთადერთი გადასასვლელი უკვე მე-3 თვეა ჩაკეტილია და ადგილზე გვაქვს ჰუმანიტარული კრიზისი.

მე ვთხოვე არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ექვსივე ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორებს, რომ ამის თაობაზე კიდევ უფრო გააძლიერონ ძალისხმევა და ხმა, ამ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებიდან იმიტომ, რომ ეს არის კრიტიკული ჰუმანიტარული საკითხი," - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

ახალგორის მიმართულებით ერთადერთი გადასასვლელი უკვე მესამე თვეა ჩაკეტილია - ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისია.

დღის ამბები