21 ივნისი 2026,   21:07
ვრცლად
ტრაგედია მესტიაში - "კურიერმა" მკვლელობის დეტალები გაარკვია

"კურიერმა", მესტიაში, ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარი მკვლელობის დეტალები გაარკვია. მესტიის მერის მოდგილის ნელი ნავერიანმა ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.

"ჩვენ როგორც ვიცით, ნასვამ მდგომარეობაში იყო ერთ-ერთი ძმა და ოჯახის წევრებს არ უნდოდათ, რომ საჭესთან მჯდარიყო. ამ დროს მოხდა ეს ამბავი”,- ამბობს ნავერიანი.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ ძმის მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. შემტხვევის ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა.

დღის ამბები