სამართალდამცველებმა ორთაჭალაში მოპარულ TOYOTA-ს მარკის ავტომობილს ქურდობის ადგილიდან ახლოსვე მიაკვლიეს, ამის შესახებ "კურიერს" შს სამინისტროდან აცნობეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილი მფლობელს საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე გადაეცემა.
პოლიცია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს.
უწყების ცნობით, თბილისში, ორთაჭალაში TOYOTA-ს მარკის ავტომობილის ქურდობის ფაქტს პოლიცია სსკ-ის 177-ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.