22 ივნისი 2026,   10:13
ვრცლად
"ტერორისტებთან შოთას კავშირი ვერ წარმომიდგენია"- შოთა ჭიჭიაშვილის ნათესავი

როდის გადმოასვენებენ საქართველოში უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლულ საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილს, ჯერ უცნობია. ჭიჭიაშვილის ნათესავებს მის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირსა და უკრაინაში ყოფნის მიზეზზე საუბარი უჭირთ.

ადამიანთა გატაცებისა და შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის გამო შოთა ჭიჭიაშვილს 22 წელი ჰქონდა მისჯილი. ის 2013 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.

შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად იყო ცნობილი.
მისი სახელი არაერთ კრიმინალურ ისტორიას უკავშირდება. მათ შორის არის შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა, ყაჩაღობა, იარაღით უკანონო ვაჭრობა, პანკისში, წლების წინ მომხდარი გატაცებები.

შოთა ჭიჭიაშვილმა სპეცრაზმს შეირაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

კიევის პოლიციის ინფორმაციით, ჭიჭიაშვილს თავდაპირველად დანებება მოსთხოვეს, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლებს და სამართალდამცავების მისამართით ორი იარაღიდან ისროლა, საპასუხო სროლისას კი კრიმინალური ავტორიტეტი გარდაიცვალა.

დღის ამბები