22 ივნისი 2026,   00:29
ვრცლად
დაპირისპირება ყიფშიძის ქუჩაზე - როგორია დაშავებულების მდგომარეობა

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი გარჩევის დროს დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების ინფომრაციით, ლევან ძნელაძის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ის მე-9 საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია. რაც შეეხება მეორე დაზარალებულს - ის შესაძლოა დღეს უკვე სახლში გაწერონ. იმ შემთხვევაში თუ ექიმები მას კლინიკის დატოვების უფლებას მისცემენ, არ არის გამორიცხული, რომ ის პოლიციამ დააკავოს.

"კურიერის" ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი დაპირისპირება ბიზნეს-ინტერესების გამო მოხდა. სისხლიანი დაპირისპირება რომლის ამსახველი კადრების მოპოვებაც "რუსთავი ორმა" შეძლო თითქმის 10 წუთი გრძელდებოდა.

დღის ამბები