5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა დღესაც გაგრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნას დილიდან ისევ "ლელო" დაიკავებს, შემდეგ კი სასამართლოს წინაშე ახსნა-განმარტებით გახარიას პარტია წარდგება.
რაც შეეხება გუშინდელ დღეს, დღის პირველ ნახევარში, საკუთარი პოზიციით კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთი-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წარდგა. დღის მეორე ნახევარი კი, "ლელოს" ახსნა-განმარტებებს დაეთმო.
დღის ბოლოს პროცესი ტრადიციულად, მოსარჩელე მხარემ შეაჯამა. არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა, როგორც ნიკა გვარამიას, ისე ბადრი ჯაფარიძის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს.