30 ოქტომბერი 2026,   14:14
ვრცლად
"როდესაც ფაქტის წინააღმდეგ იწყებ ბრძოლას, რა თქმა უნდა, გამოხვალ უკვე ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა". ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლა მარცხისთვის არის განწირული" - არჩილ გორდულაძე

"როდესაც ფაქტის წინააღმდეგ იწყებ ბრძოლას, რა თქმა უნდა, გამოხვალ უკვე ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ყოველთვის ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლა მარცხისთვის არის განწირული", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის შესახებ საუბრისას აცხადებს.

როგორც არჩილ გორდულაძე აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო სიცრუის ლაპარაკი და შემდეგ ზუსტად იმავეს იმეორებს "ნაცმოძრაობაში" გაერთიანებული სხვა პარტიები. 

"რაც ვნახეთ, მაგალითად ამ მიმდინარე კვირაში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო ტყუილების კორიანტელი და შემდეგ ზუსტად იმავეს იმეორებს "ნაცმოძრაობაში" გაერთიანებული სხვა პარტიები. გუშინ ასეთი კურიოზული შემთხვევაც კი იყო, როდესაც "ლელოს" წარმომადგენელმა ზუსტად იმავე საკითხზე, იმავე სიტყვებით, იმავე ტყუილებზე საუბარი როგორც კი სცადა, სასამართლოსგან შენიშვნაც მიიღო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არაუშავს, ეს საკითხი მიუხედავად იმისა, რომ სხვებმა თქვეს, მეც უნდა გავიმეოროო. აი ამ დღეში არიან ჩაცვენილები.

როდესაც ფაქტები მათ წინააღმდეგ მეტყველებს, ისინი ფაქტებთან დაკავშირებით საერთოდ არ საუბრობენ და მათ შორის, მოჰყავთ სტრასბურგის სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს სარჩელში არის პირდაპირ მითითებული და ჩვენს სარჩელს ამართლებს და უფრო მეტად ამტკიცებს. ამ მდგომარეობამდე არიან სამწუხაროდ მისულები.

თან ნახეთ, მაგალითად, გვარამიას პარტიის შემთხვევა, რომ ოთხი ადამიანი გამოვიდა, ოთხივემ ისაუბრა აბსოლუტურად ერთი და იგივე, უბრალოდ განსხვავებული სიტყვებით. როდესაც ფაქტის წინააღმდეგ იწყებ ბრძოლას, რა თქმა უნდა, გამოხვალ უკვე ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ყოველთვის, ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლა მარცხისთვის არის განწირული", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები