15 ოქტომბერი 2026,   03:41
ვრცლად
სრულიად საქართველოს ვულოცავ სვეტიცხოვლობას, ამ დღეს გააჩნია უდიდესი სასულიერო და ისტორიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის - დავით მათიკაშვილი

დღეს, საქართველოში მცხეთობა-სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.

მცხეთაში იმყოფება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი. მან საზოგადოებას სვეტიცხოვლობა მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"სრულიად საქართველოს ვულოცავ სვეტიცხოვლობას, ამ დღეს გააჩნია უდიდესი სასულიერო და ისტორიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ჩვენ წელს აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ასე რომ, აი ეს დღე გამორჩეული ხაზგასმაა ჩვენი საერო და სასულიერო საფუძვლების ერთობის. მინდა თითოეულ ქართველს მივულოცო ეს დღე, გვფარავდეს უფალი,"- აცხადებს მათიკაშვილი.

დღის ამბები