14 ოქტომბერი 2026,   12:46
ვრცლად
"ყველა ისტორია უნიკალურია, ყველა გზა მნიშვნელოვანი" - "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში ბათუმში შეხვედრა გაიმართა

"ყველა ისტორია უნიკალურია, ყველა გზა მნიშვნელოვანი" - ამ სლოგანით "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, ბათუმში შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. შეკრების მთავარი მიზანი ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ღია დიალოგის ხელშეწყობა იყო. ხაზი გაესვა უფასო სკრინინგ-პროგრამებსა და სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის სრულ დაფინანსებას, რაც დაავადების დროულად დამარცხების მთავარი წინაპირობაა.

"ვიმსჯელეთ ყველა იმ გამოწვევაზე და მიღწევებზე, რაც პროგრამულ ფარგლებში გვაქვს. ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ მეტი და მეტი ქალბატონი ჩავრთოთ საინფორმაციო კამპანიაში, სკრინინგში, გავაუმჯობესოთ სკრინინგის მოცვითი მაჩვენებლები. ძირითადი გამოვლენა გვქონდეს ნულ და პირველად სტადიაზე, რაც არის განკურნების წინაპირობა," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე. 

 

 

 

დღის ამბები