13 ოქტომბერი 2026,   20:27
ვრცლად
ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კალასის აღიარება უნდა მოისმინოს.

"ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს: ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიისთვის უკრაინა და საქართველო სხვისი ხელით გველის დაჭერის მცდელობაა",- წერს ცოტნე ანანიძე. 

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია.

დღის ამბები