09 ოქტომბერი 2026,   16:53
ვრცლად
ორი მთავარი მიმართულებაა, რაც ამ შედეგებს უზრუნველყოფს, ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა სიჯიუტემ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ იმ მავნე რჩევებში, რასაც იძლევა - შალვა პაპუაშვილი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ, ტანზანიაში ვიზიტის დროს მედიასთან საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა მიღწეული შედეგების რამდენიმე მთავარი ფაქტორი დაასახელა, მათ შორის, ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. მისივე თქმით, კიდევ ერთი მთავარი განმსაზღვრელი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ითვალისწინებს, მისივე შეფასებით, ბრიუსელის მავნე რჩევებს.

"ორი მთავარი მიმართულებაა, რაც ამ შედეგებს უზრუნველყოფს, პირველი, ეს არის საქართველოს ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის შედეგადაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდაც და გვაქვს ზრდაც ხელფასების მაჩვენებელში და მეორე და ალბათ მთავარი განმაპირობებელი, ეს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, არ დავუჯეროთ ბრიუსელს მის მავნე ჩვევებში.

ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა სიჯიუტემ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ იმ რჩევებში, რასაც ის იძლევა და უკვე, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა - ან ასეთი არაკვალიფიციური არის ბრიუსელი, რომ გვაძლევს რჩევებს, რომლითაც უნდა ჩვენ დავზიანდეთ, ან ისეთი მავნებელი არის, რომ სპეციალურად ითხოვს ისეთ რაღაცებს საქართველოსგან, რომ ჩვენ დავზიანდეთ. 

არც ერთი და არც მეორე ბრიუსელის სასარგებლოდ არ მეტყველებს, მაგრამ მეტყველებს ჩვენი ხელისუფლების სასარგებლოდ, რომ კიდევ კარგი, საქართველოს ხელისუფლებაში არ არის ის ხალხი, რომლებიც  ყველაფერზე ცალ ფეხზე დაუდგებოდა ბრიუსელს და ყველა მათ მოთხოვნას გაითვალისწინებდა. ჩვენი ეკონომიკური წინსვლის და უსაფრთხოების მთავარი განმაპირობებელი არის ის, რომ არ ვუჯერებთ ბრიუსელს მავნე რჩევებში", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები