4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში. ოპოზიციური პარტიების ნაწილი დანაშაულის მონანიებას მიესალმება ნაწილი კი მსჯავრდებულებს მწვავედ აკრიტიკებს და მათი მხრიდან პრინციპების ღალატსა და უღირს საქციელზე საუბრობს.
სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ თუ ისინი პოლიტიკაში დარჩენას გადაწყვეტენ, მათ საზოგადოებისთვის პასუხების გაცემა მოუწევთ და შესაძლოა ხალხისგან პატიება ვერ მიიღონ.
"თუკი ისინი გადაწყვეტენ შემდგომ პოლიტიკურ აქტივობას, მაშინ მათ ჰკითხავს ის ხალხი, რომ ეს როგორ იყო, რატომ იყო და ან აპატიებს ან არ აპატიებს. მე ამის მაგალითად მინდა მოგიყვანოთ ის, რომ გააჩნია მერე როგორ იცხოვრებს ეს ხალხი", - სევდია უგრეხელიძე.
ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული გუშინ აღიარეს. საპროცესო შეთანხმებას ითხოვს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი.