06 ოქტომბერი 2026,   13:15
ვრცლად
საფრანგეთის განათლების მინისტრი: მცირე ზიანს ყოველთვის მოჰყვება დიდი - ჯერ სანაგვე ურნა იწვის, შემდეგ ვითარება კონტროლიდან გამოდის, ჯერი ჭიშკარზე მიდგება, ბოლოს შეიძლება შენობაც დაზიანდეს... ცეცხლის დანთება გამართლებული ვერანაირად ვერ იქნება

ცეცხლის დანთება გამართლებული ვერანაირად ვერ იქნება, - ამის შესახებ საფრანგეთის განათლების მინისტრმა აქციების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, "ძალადობის სპირალში შესვლისას, ერთი რამ ცხადია - ვიცით, სად ვიწყებთ, მაგრამ არ ვიცით, სად გავჩერდებით".

"მცირე ზიანს ყოველთვის მოჰყვება დიდი - ჯერ სანაგვე ურნა იწვის, შემდეგ ვითარება კონტროლიდან გამოდის, ჯერი ჭიშკარზე მიდგება, ბოლოს კი შეიძლება შენობაც დაზიანდეს. ძალადობის სპირალში შესვლისას ერთი რამ ცხადია: ვიცით, სად ვიწყებთ, მაგრამ არ ვიცით, სად გავჩერდებით. ცეცხლის დანთება გამართლებული ვერანაირად ვერ იქნება", - განაცხადა საფრანგეთის განათლების მინისტრმა დუარდ ჟეფრემ.

საფრანგეთსა და ბელგიაში მოსწავლეების და სტუდენტების პროტესტი მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა. არიან დაშავებულები. ქალაქ ლენსში, აქციის დაშლისას, 15 წლის მოსწავლემ ხელის მტევანი დაკარგა. ასობით ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. საფრანგეთში, პროტესტის დაწყებიდან დღემდე, დაკავებულია 5 ათასზე მეტი პირი, უმრავლესობა არასრულწლოვანია.

პროტესტის მიზეზი განათლების სისტემაში არსებული პრობლემებია ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო სექტორში საყოველთაო გაფიცვაა.

განათლების რეფორმის წინააღმდეგ, გამოსვლებია ბელგიაშიც.

დღის ამბები