იემენის სამთავრობო ძალებმა, საუდის არაბეთის მხარდაჭერით, ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. მიზანი დედაქალაქ სანაზე და წითელი ზღვის სანაპირო ზოლზე კონტროლის აღდგენაა.
ოპერაციის ფარგლებში, კოალიციამ 1000-ზე მეტი საავიაციო დარტყმა უკვე განახორციელა. საპასუხოდ, რადიკალურმა დაჯგუფებამ საუდის არაბეთის სტრატეგიულ ობიექტებს დაარტყა. სამიზნე ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტი და ნავთობ გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა გახდა.
მიმდინარე სამხედრო ესკალაციის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება - ბარელის ღირებულება 100-დოლარიან ნიშნულს აღწევს.