06 ოქტომბერი 2026,   03:46
ვრცლად
ზელენსკი: რუსეთმა თურქულ გემს ორი დრონით დაარტყა, რომელსაც სიმინდი გადაჰქონდა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ორმა რუსულმა დრონმა გემს დაარტა, რომელსაც სიმინდი გადაჰქონდა. მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

ზელენსკის განმარტებით, გემი თურქეთს ეკუთვნოდა და საერთაშორისო წყლებში სიმინდი გადაჰქონდა, როდესაც მასზე თავდასხმა განხორციელდა.

"ორი რუსული დრონით საშინელი დარტყმა განხორციელდა საერთაშორისო წყლებში მყოფ სამოქალაქო გემზე, რომელსაც სიმინდი გადაჰქონდა და თურქეთს ეკუთვნოდა. ბორტზე აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ გემის კაპიტანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი ადამიანის ბედი დგინდება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკიპაჟის 11 წევრი გადაარჩინეს, რომელთაგან ერთი დაჭრილია.

"უკრაინას არაერთხელ შეუთავაზებია კონკრეტული ნაბიჯები დეესკალაციისა და შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. შესაბამისი წინადადებები მესამე ქვეყნებსაც ჰქონდათ. თუმცა რუსეთი თანმიმდევრულად ირჩევს ტერორსა და სამოქალაქო გემების ჩაძირვას ნორმალური ნაოსნობის ნაცვლად. აუცილებელია ზეწოლის განხორციელება, რათა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება აღდგეს და ყველამ, ვისაც ამ საკითხის მოგვარება ნამდვილად აინტერესებს, ამ ძალისხმევას ხელი უნდა შეუწყოს", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა

დღის ამბები