დღეს "თბილისობა" აღინიშნება. სახალხო დღესასწაულს დედაქალაქი ხუთ ლოკაციაზე მასშტაბურად ზეიმობს. ვიზიტორებს რიყის პარკი, ორბელიანის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი, მეტეხის ხიდი და გუდიაშვილის მოედანი უმასპინძლებს.
ღონისძიების ტერიტორიაზე, ტრადიციულად, განთავსებულია სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები. მოეწყო სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები.
ამასთან, დღეს და ხვალ, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი