24 სექტემბერი 2026,   11:48
ვრცლად
თბილისი ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 23 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმს ატარებს.

სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 17 ქვეყნის 39 მეცნიერი, მათ შორის, 25 - უცხოეთიდან.
სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნა ქართული სტუდენტური და ახალგაზრდული ანსამბლების კონცერტით.
ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდება უცხოური ანსამბლების კონცერტი, სიმპოზიუმი კი საზეიმოდ დაიხურება ქართული და მსოფლიო მრავალხმიანობის კონცერტით.

დღის ამბები