24 სექტემბერი 2026,   16:41
ვრცლად
დუშეთში წიაღის უკანონო მოპოვების სამი ფაქტი გამოვლინდა

დუშეთში წიაღის უკანონო მოპოვების სამი ფაქტი გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ჯამში მოპოვებულ დაახლოებით 1100 კუბურ მეტრი ქვიშა-ხრეშს მიაგნეს. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 17 000 ლარამდე შეადგინა.

კანონდარღვევის ერთ-ერთი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც მასალები რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

დღის ამბები