ფესტივალის "ღამის სერენადები 2026" დასკვნითი კონცერტი თბილისში, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
კულტურის სამინისტროს "შემოქმედებითი საქართველოს" და თბილისის მერიის მხარდაჭერით, პროექტი "მორიკონე – კინოს ლეგენდა" შედგა. შესრულდა ენიო მორიკონეს უკვდავ მუსიკა ფილმებიდან.
ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო ჟანრობრივად განსხვავებული 7 კონცერტი, სამ ქალაქში - ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში ჩატარდა.