18 სექტემბერი 2026,   23:55
ვრცლად
შალვა პერანიძე: სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, როდესაც ყველა დერეფანი შეერთდება, დედაქალაქის მოსახლეობა კომფორტულად და დროულად გადაადგილებას შეძლებს

"მე საკრებულოში დიდი დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბასლაინს აღმაშენებლის ხეივანზე და მარშალ გელოვანის გამზირზე“, - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა პერანიძემ განაცხადა.

"მადლობა ურბანულ სამსახურს იმისათვის, რომ აქტიურად მიმდინარეობს ბასლაინების დახაზვა. დიდი დიღმიდან სარაჯიშვილის მეტრომდე გაკეთდა ბასლაინი, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას. ამ ეტაპზე დედაქალაქში საცობებია, რადგან რამდენიმე გამზირზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაბამისად, მეც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ. თუმცა სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დროულად შეერთდება ათივე დერეფანი და ყველა ხაზი სრულყოფილად ამოქმედდება. აღნიშნული კი დედაქალაქის მოსახლეობას კომფორტულად და დროულად გადაადგილების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა შალვა პერანიძემ.

დღის ამბები