19 სექტემბერი 2026,   01:01
ვრცლად
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ - მათ დანაშაული აღიარეს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს - გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მათ დანაშაული აღიარეს. ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით 3 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 3 წელი პირობითი სასჯელია. ზაქრო ალბუთაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი რეალური სასჯელია, ხოლო 3 წელი პირობითი.

დღის ამბები