16 სექტემბერი 2026,   19:36
ვრცლად
ევროპაში, იმპორტირებული ნავთობის ფასმა ბარელზე 130 დოლარს გადააჭარბა

ევროპაში, იმპორტირებული ნავთობის ფასმა ბარელზე 130 დოლარს გადააჭარბა და ტარიფი ისევ რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება. მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და მიწოდების შეფერხებაა.

პარალელურად, ევროპულ საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი ბოლო სამი თვის პერიოდთან შედარებით მინიმუმამდე დაეცა. ბაზარზე ინფლაციის მატებისა და სესხებზე პროცენტის ზრდას ელოდებიან. ყველაზე დიდი ზარალი საბანკო სექტორმა განიცადა. მიმართულება, სადაც მოგება ფიქსირდება - ენერგეტიკაა, რაც პირდაპირ უკავშირდება ნავთობის გაძვირებას.

ამჟამად მსოფლიო ფინანსური სექტორი აშშ-ის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას ელოდება, სადაც საპროცენტო განაკვეთის მორიგ ზრდას ვარაუდობენ.

დღის ამბები