12 სექტემბერი 2026,   00:24
ვრცლად
კითხვებს დაუსვამენ ადვოკატები და მისი პასუხებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი კითხვა იქნება, რაც მას უნდა დავუსვა - პროკურორი გრიგოლ ლილუაშვილის დაკითხვაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მიმდინარე სხდომაზე ბრალდებული თავად დაიკითხება.
როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულებისთანავე, ბრალდების მხარე მზად არის სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგეს.

"მაქვს მოლოდინი, რომ დღეს დაცვის მხარე დაასრულებს მტკიცებულებათა გამოკვლევას და ბრალდების მხარე მზად არის, რომ სასამართლოს წინაშე დღესვე წარსდგეს დასკვნითი სიტყვით. რაც შეეხება მოწმეებს, ვიცით, რომ ბრალდებული არის დარჩენილი დასაკითხად და რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ბრალდებული სასამართლოს წინაშე მისცემს ჩვენებას.
კითხვებს რაც შეეხება, ბუნებრივია, მას ჯერ კითხვებს დაუსვამენ ადვოკატები და მის მიერ გაცემული პასუხებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი კითხვა იქნება, რაც მას უნდა დაესვას ჩემის მხრიდან. თუმცა ზოგადი საკითხები, აი ამ მოცემულობით რაც შემიძლია გითხრათ, საქმეში გამოკვეთილი სხვადასხვა გარემოებებიდან, მათ შორის საქმეში ფიგურანტი პირების გათვალისწინებით, მისი ურთიერთობის და ა.შ. გარემოებებზე, რა თქმა უნდა, კითხვები არის," - აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები