რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა - ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 9 ადამიანი. დაშავებულია 28, მათ შორის ბავშვები.
აფეთქებების შემდეგ, უკრაინის დედაქალაქის 5 რაიონში ახლა სახანძრო სამძებრო და სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები. დაზარალებული რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.