სეუტაში, ესპანეთის საზღვარზე უკონტროლო ვითარებაა - ქალაქში ბოლო ორ კვირაში 3 000 არალეგალური მიგრანტი შეიჭრა. ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას 9 ადამიანი დაიღუპა. სეუტას მერის განცხადებით, ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კრიზისია, საზღვრის დაცვის სისტემა კი ჩამოიშალა.
შექმნილი ვითარების მიუხედავად, მადრიდმა არ დააკმაყოფილა ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნა და ეროვნული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა. თუმცა, სამოქალაქო გვარდიის დასახმარებლად რეგიონში შეიარაღებული ძალები გაგზავნეს.
სეუტის მოვლენებს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ევროპაში, განსაკუთრებით იტალიაში. პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მოტივით, ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერების ინიციატივა გამოთქვა.