სპორტული შეჯიბრებები, შემეცნებითი აქტივობები და კულტურული ღონისძიებები - ხუთდღიანი პროგრამის პირველი მონაწილეები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 2026 წლის პირველ ნაკადს სრულად განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი ინვენტარით შეხვდა.
სტუდენტების მიღებამდე ანაკლიის ბანაკის ბაზაზე ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც 140 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ ისინი საზაფხულო ბანაკებში საქმდებიან.
სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, აქტიური დასვენებისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია - პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას, პროფესიულ გზასა და წარმატების ისტორიებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები გაუზიარებენ.
ბანაკის პირველ სტუმრებს განათლების მინისტრი შეხვდა. გივი მიქანაძემ ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით განსახორციელებელ პროექტებზე, უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, სტუდენტთა მხარდამჭერ ინიციატივებსა და ახალგაზრდული ბანაკების გაფართოებაზე ისაუბრა.
მიმდინარე წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 19 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, 11 ნაკადად განხორციელდება და სამი ათასამდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 2026 წლის პირველ ნაკადს მასპინძლობს.
სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, აქტიური დასვენებისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია - ხუთდღიანი პროგრამის პირველი მონაწილეები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. მათ განათლების მინისტრი შეხვდა. გივი მიქანაძემ პროექტებზე, უმაღლესი განათლების რეფორმაზე და სტუდენტთა მხარდაჭერაზე ისაუბრა. ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 19 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, 11 ნაკადად განხორციელდება და ჯამში 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი