21 ივლისი 2026,   21:39
ვრცლად
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები თურქეთში, საერთაშორისო ბანაკში იმყოფებიან

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო ბანაკში იმყოფებიან. პროექტში სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი 20-ამდე ახალგაზრდა მონაწილეობს.მათ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა უმასპინძლა.

.აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით საერთაშორისო ბანაკებს უკვე მე-5 წელია აწყობს.

„მსოფლიო პატრიარქს განსაკუთრებით სიყვარული და განსაკუთრებული ლოცვა-კურთხევით მოეფერა ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს დევნილ ბავშვებს და გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა წლების განმავლობაში მიმდინარე პროექტის კიდევ უფრო გავრცელება და გაფართოება. მსოფლიო საპატრიარქოს დახმარება და მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და უწმინდესმა ბართლომეოსმა დალოცა ჩვენი ახალგაზრდები და გვისურვა მალე გაერთიანება ჩვენი ქვეყნის“, - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია.

დღის ამბები