მიზანმიმართული შეტევა ქვეყნის ინტერესებზე - მმართველი გუნდი საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულ თავდასხმაზე საუბრობს.
სახელისუფლებო პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტი სიცრუითა და ცილისწამებით არის გაჯერებული.
ხელისუფლება დარწმუნებულია რომ ფარული ძალაუფლების მქონე გლობალურმა ძალებმა კოორდინირებულ პროცესში, ეუთოც ჩართეს და მათი მიზანი ქართველი ხალხის ნებასთან დაპირისპირებაა.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა კი აცხადებს, რომ რეზოლუციის პათოსი ქვეყანაში არსებულ რეალობას გამოხატავს, თუმცა, მისივე შეფასებით, რეზოლუციაშიც შესაძლებელია იყოს საკითხები, რაც მიუღებელია.
"რეზოლუციაში აღწერილია ფაქტობრივი მდგომარეობა. რაღაც ნაწილი შეიძლება ჩემთვის მისაღები იყოს, რაღაც ნაწილში კი რაღაც შეფასება დამაკლდეს, მაგრამ არცერთი რეზოლუცია არ არის წმინდა წერილი, ყოველთვის შეიძლება რეზოლუციის რაღაც ნაწილის გაკრიტიკება. რაღაც შეიძლება დაგაკლდეთ, მაგრამ პათოსი, რასაც ეს რეზოლუცია გამოხატავს, არის რეალობის გამომხატველი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.