13 ივლისი 2026,   21:16
ვრცლად
კარგია, რომ იმ პრევენციულმა მექანიზმებმა, რაც იყო ათწლეულების განმავლობაში აშენებული, გამაგრებული და მომზადებული, გადაარჩინა ქალაქი სერიოზულ მსხვერპლს და ნგრევას - ლევან მახაშვილი

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა. ამ დროისთვის, კავკასიონისა და სეხნიაშვილის ქუჩები გაწმენდილია, მოძრაობა აღდგენილია, მდინარე კი კალაპოტს დაუბრუნდა.

პარალელურად, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების სრულად აღსადგენად. მიმდინარე პროცესებს 24-საათიან რეჟიმში საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო შტაბი ხელმძღვანელობს.

სტიქიის შედეგებსა და ინფრასტრუქტურული პრევენციული მექანიზმების მნიშვნელობაზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, არის მთლიანი ძალისხმევა მობილიზებული იმისთვის, რომ ეს ზიანი რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას:

"სამწუხაროდ, მთლიანად თელავის რაიონს დაატყდა სტიქია თავს - ძალიან მოკლე დროში მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ნალექი, რამაც გამოიწვია ეს პროცესი, რასაც ვხედავთ დღეს. თუმცა, საბედნიეროდ, მასიური ნგრევა და, მით უმეტეს, ადამიანური მსხვერპლი არ ყოფილა. ამიტომ, ამ მხრივ, კარგია, რომ იმ პრევენციულმა მექანიზმებმა, რაც იყო ათწლეულების განმავლობაში აშენებული, გამაგრებული და მომზადებული, გადაარჩინა ქალაქი სერიოზულ მსხვერპლს და ნგრევას. არის მთლიანი ძალისხმევა მობილიზებული იმისთვის, რომ ეს ზიანი რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას და, რაც მთავარია, საჭირო დასკვნები გამოვიტანოთ იმისთვის, რომ მომავალში არც თელავში და არც სხვა დასახლებულ პუნქტში ასეთი ტიპის ზიანი არ იყოს," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები