13 ივლისი 2026,   17:40
ვრცლად
პრემიერი: ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა ახალი მწვერვალია, რაც დაიპყრო ადგილობრივმა აგენტურამ და მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაშიც და ადგილობრივ აგენტურაში

ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი როგორც ევროპულ ბიუროკრატიაში, ასევე ადგილობრივ აგენტურაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა მოხდა საქალაქო სასამართლოში - ადამიანმა სცადა სასამართლო შენობის დაწვა, რაც არის ყველა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მქონე აქტი. 

"ასეთ დროს არგამიჯვნა ასეთი ქმედებისგან, თავისთავად მეტყველებს საერთო სულისკვეთებაზე. პოლიტიკური ტერორიზმი და ჩვეულებრივი ტერორიზმი, ზოგადი ტერორიზმი არის მათთვის აბსოლუტურად მისაღები მოვლენა, ეს არის მათი საერთო ხელწერა. მთლიანობაში რასაც ისინი აკეთებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს არის ერთგვარი ტერორი ქართველი ხალხის წინააღმდეგ - მუდმივი რაღაცა არეულობის მცდელობები, რევოლუციის სცენარების დაგეგმვა. თუმცა ამ შემთხვევაში ამ ტერორიზმმა შეიძინა უკვე კონკრეტული დანაშაულის სახე. როდესაც ამას არ ემიჯნები, თავისთავად ბუნებრივად იშიფრავ საკუთარ ბუნებას თავიდან ბოლომდე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები