12 ივლისი 2026,   13:47
ვრცლად
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ამერიკელმა სამხედროებმა ირანზე დარტყმების მესამე ტალღა დაიწყეს - აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ამერიკელმა სამხედროებმა ირანზე დარტყმების უკვე მესამე ტალღა დაიწყეს - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა.

მათივე ცნობით, მესამე რაუნდი მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ გემს შეუტია. განცხადების თანახმად, საჰაერო დარტყმები ირანის 140 სამხედრო სამიზნეზე განხორციელდა, მათ შორის რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილებზე, საკომუნიკაციო ქსელებსა და სანაპირო სათვალთვალო ადგილებზე. აშშ-ის დარტყმებიდან რამდენიმე საათში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავს დაესხნენ იორდანიაში მდებარე აშშ-ის ბაზას. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი და ბაჰრეინი ირანიდან გაშვებულ რაკეტებსა და დრონებს პასუხობდნენ.

დღის ამბები