რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაშავებულია 10 ადამიანი. უკრაინული მედიის ცნობით, დედაქალაქში ღამით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმისას რუსულმა ძალებმა "ისკანდერ-მ"-ისა და S-300/S-400 ტიპის რაკეტები გამოიყენეს.