მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი საფეხბურთო ემოციები "რუსთავი 2"-თან ერთად რესპუბლიკის მოედანზე გრძელდება. რამდენიმე საათში იქ დიდი საფეხბურთო დღესასწაული დაიწყება.
დედაქალაქის მერიისა და "რუსთავი 2"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მოედანზე დამონტაჟდა დიდი ეკრანი. 19 ივლისის ჩათვლით, მატჩების პარალელურად, სივრცე დაეთმობა სპორტულ აქტივობებს, გათამაშებებსა და კვების ზონებს.
გულშემატკივრებს ასევე შანსი ექნებათ პირადად შეხვდნენ ქართული ფეხბურთის ლეგენდებს. დღევანდელი თამაში ესპანეთი - ბელგიის წინააღმდეგ 23:00 საათზე დაიწყება.
"თბილისის მერიის ხელშეწყობით, რესპუბლიკის მოედნის სრულ ტერიტორიაზე უზრუნველყავით უფასო wifi კავშირი, რათა აქ მოსულმა სტუმრებმა კომფორტულად იგრძნონ თავი. დამატებით მოვაწყვეთ რამდენიმე გასართობი სივრცე. სტადიონი, რომ მინი ფეხბურთი ითამაშონ აქ მოსულმა გულშემატკივრებმა მატჩის დაწყებამდე და გამარჯვებულებმა მიიღონ სიმბოლური პრიზები. ასევე, გვაქვს პატარებისთვის გასართობი ზონა, სახეზე მოხატვა, თემატური თამაშები და მათ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია სხვადასხვა პრიზები. ყოველი დღის ბოლოს კი ვეტერანი ფეხბურთელების ჩართულობით, გავათამაშებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მაისურებს", - ამბობს კომპანია "გოუნეტის" დამფუძნებელი გიორგი ჭუმბურიძე.