10 ივლისი 2026,   00:39
ვრცლად
ქვემო ბოლნისში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს გიორგი გასვიანთან ერთად სოფელ ქვემო ბოლნისში ხიდის მშენებლობის ბოლო ეტაპის სამუშაოები დაათვალიერა. 

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბურჯები, ხიმინჯები, მოაჯირები და სავალ ნაწილზე არმირებული ბეტონის ფენა. სამუშაოები ასფალტბეტონის საფარის მოწყობით დასრულდა. ხიდი ხვალ გაიხსნება და ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების შესაძლებლობა ექნება.

სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის და პროექტის ღირებულება 1 061 796 ლარს შეადგენს.

 

დღის ამბები