06 ივლისი 2026,   19:24
ვრცლად
მარიამ ლაშხი დაბა ხულოს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ეწვია
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დაბა ხულოს საგამოცდო ცენტრს ეწვია და ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

კომიტეტის თავმჯდომარემ საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა, ცენტრის ადმინისტრაციას გაესაუბრა და საგამოცდო პროცესის ორგანიზებისა და არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებში მიმდინარე საგანმანათლებლო და საგამოცდო პროცესების ადგილზე გაცნობას, რათა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს რეალური ინფორმაცია ჰქონდეს არსებული საჭიროებების, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ.

კომიტეტის თავმჯდომარე სხვადასხვა რეგიონს ესტუმრება, რათა უშუალოდ გაეცნოს გამოცდების ორგანიზების პროცესს მუნიციპალიტეტებში.

დაბა ხულოს საგამოცდო ცენტრში მარიამ ლაშხთან ერთად კომიტეტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია იმყოფებოდა.

 

 

დღის ამბები